ირაკლი კობახიძე - მოუთმენლად ველით საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას

ავტორი
Front News საქართველო
მქონდა პატივი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან ერთად, მონაწილეობა მიმეღო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენის გახსნაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი თქმით, გამოფენაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარდგენილი.
"ხაზი გავუსვი სტაბილურ პროგრესს ჩვენს თანამშრომლობაში ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისევე როგორც ტვირთბრუნვის კუთხით არსებულ პოზიტიურ ტრენდს. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“, - წერს ირაკლი კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




