Logo

ირაკლი კობახიძე - მოვიწვიე რომის პაპი საქართველოში და იმედი გვაქვს, რომ ის ესტუმრება საქართველოს

პოლიტიკა
183
Frontnews image description

რომის პაპი მოვიწვიე საქართველოში, მომავალ წელს აღინიშნება გაქრისტიანებიდან 17 საუკუნოვანი იუბილე და ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოში რომის პაპის ვიზიტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რომში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რომის პაპის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

"მოვიწვიე რომის პაპი საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს ვიზიტი. როგორც მოგეხსენებათ, მომავალ წელს აღინიშნება საქართველოში გაქრისტიანებიდან 17 საუკუნოვანი იუბილე და ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოში რომის პაპის ვიზიტი. ეს მოწვევა გადავეცი რომის პაპს. იმედი გვაქვს, რომ ის ესტუმრება საქართველოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Advertisement