ირაკლი კობახიძე – მოვლენები ვითარდება ისე, როგორც ეს შედის ქართველი ხალხის ინტერესებში

ავტორი
Front News საქართველო
2024 წლის 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გამოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი ნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, თუ როგორ აფასებს დღეს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის რადიკალური ოპოზიციის მორიგი უსუსური პერფორმანსი, რასაც არავითარი ფასი არ აქვს.
“რეალურად, ყველამ იცის, რომ მოვლენები ვითარდება ისე, როგორც ეს შედის ქართველი ხალხის ინტერესებში. 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გამოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი ნება. ყველაფერი დანარჩენი არის რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტურად უსუსური მცდელობები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




