ირაკლი კობახიძე – მოვუწოდებ კონკრეტულ დიპლომატებს, თავი შეიკავონ მომავალში ბილწსიტყვაობისა და პოლარიზაციის წახალისებისაგან საქართველოში


ავტორი
Front News საქართველო
პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია და გამოიკვეთა, რომ პარლამენტში გუშინ მომხდარი შემთხვევა კეზერაშვილის ცოლის ძმის ჩიქოვანის და ელენე ხოშტარიას მიერ იყო კოორდინირებული.
“ხოშტარიას აქვს თავისი კომპლექსი რუსულ რუბლებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სურს, სხვა მიმართულება მისცეს რუსულ რუბლებს, მაგრამ რუსულ რუბლებს საქართველოში აქვს ერთი მიმართულება – ეს არის ელენე ხოშტარიას საბანკო ანგარიში. ხუთი მილიონი რუბლი ჩაერიცხა ცოტა ხნის წინ და ახლაც, ამ დღეებშიც გრძელდება თანხების მიღება, ოჯახი ეძებს ბათუმში ბინას, თბილისის შემოგარენში მიწას და ა.შ. რუსული რუბლებით ისინი ამდიდრებენ საკუთარი უძრავი ქონების ჩამონათვალს. აქვს კომპლექსი, ამას უკავშირდებოდა, ერთი და იგივე კუპიურები, რომლებიც ვიხილეთ ჩვენ თსუ-ში და საქართველოს პარლამენტში, ეს იყო ჩიქოვანის – კეზერაშვილისა და ხოშტარიას ერთობლივი ინიციატივა, რომელიც დაიგეგმა ერთ-ერთ რესტორანში, რომელიც ეკუთვნის გუშინდელი პროვოკაციის ავტორს და თსუ-ში მომხდარი პროვოკაციის ერთ-ერთ თანამონაწილეს. ეს არის უბრალოდ ძალიან ბინძური პროვოკაცია. ამ პროვოკაციებში პირდაპირ იყო ჩართული ტელეკომპანია „ფორმულა“. პირველში განსაკუთრებით, რადგან ჯერ ისინი მოვიდნენ და შემდეგ მოვიდნენ სხვა პროვოკატორები. კატეგორიულად მიუღებელია, როცა კეზერაშვილის სისხლიანი ფული ასეთ პროვოკაციებზე იხარჯება. როცა ეს ახალგაზრდები იღებენ სისხლიან ფულს კეზერაშვილისგან, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ მათ, რომ ესეც არასწორია და იმედია, ისინი სწორი მიმართულებით გააგრძელებენ ცხოვრებას.
თავის დროზე, იგივე ჯგუფმა, ამ ე.წ. არ ვიცი, ჯიუტები ჰქვია, თუ ჭუტები და რაღაცა, მოაწყო პროვოკაცია პარლამენტის შენობის წინ და მათ ეჭირათ ბილწსიტყვაობის შემცველი ბანერები. ამას კონკრეტულმა დიპლომატმა უწოდა გამოხატვის თავისუფლება. პირდაპირ კონკრეტულმა დიპლომატმა წაახალისა ზიზღის ენა და ბილწსიტყვაობა, წაახალისა პოლარიზაცია. როგორც ჩანს, ეს აღიქვეს როგორც მწვანე შუქი კონკრეტულმა ადამიანებმა, ამ ე.წ. ჭუტებმა, ჯიუტებმა, ბოდიში და მოაწყვეს მორიგი პროვოკაციები ამ დღეების განმავლობაში. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, როცა კონკრეტული დიპლომატები საქართველოში ახალისებენ პოლარიზაციას, მათ უნდა მიხედონ საკუთარ ქვეყანაში იმ პოლარიზაციას, რომელიც ყოველდღიურად ღვივდება. ჩვენთან ნუ გააღვივებენ პოლარიზაციას, ეს ადამიანები, კეზერაშვილები, ხოშტარიები და ა.შ. დიპლომატების ასეთ განცხადებებს, ბილწსიტყვაობისა და პოლარიზაციის წამახალისებელ განცხადებებს აღიქვამენ, როგორც მწვანე შუქს. ჩვენ არ გვჭირდება პოლარიზაცია, გვჭირდება დეპოლარიზაცია. შესაბამისად, მოვუწოდებ კონკრეტულ დიპლომატებს, რომ თავი შეიკავონ მომავალში ბილწსიტყვაობისა და პოლარიზაციის წახალისებისაგან საქართველოში. ჩვენ გვჭირდება არა პოლარიზაცია, არამედ დეპოლარიზაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილის დათესვისგან და სიძულვილის დათესვის გარე დაფინანსებისგან

ირაკლი კობახიძე – ელჩი მალე შეიცვლება, ჩემთვის მთავარია, რომ მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა და დაფინანსება

ირაკლი კობახიძე – საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, რა ფარგლებში და რა მოცულობით ხდება უცხოური წყაროებიდან საქართველოში ექსტრემიზმის, რევოლუციური პროცესების, პოლარიზაციის დაფინანსება