
ავტორი
Front News საქართველო
ამ ქვეყანას ჭირდება არა ქაოსი და არეულობა, არამედ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. სწორედ ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, ხვალ მოდით არჩევნებზე და 2 ოქტომბრის გამარჯვება ერთად მივიყვანოთ ბოლომდე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მოვუწოდებთ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს, ხვალ, კენჭისყრის დღეს, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა და ამომრჩეველს მისცენ მშვიდ გარემოში ხმის მიცემის შესაძლებლობა. ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, სიმშვიდით შეხვდნენ ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას. ამასთან, მოვუწოდებ მხარდამჭერებს, ნებისმიერი პროვოკაცია გადაიღონ, გამოგვიგზავნონ და/ან სოციალურ ქსელში ატვირთონ.
გვჯერა, ხვალ ჩვენი მოქალაქეები საბოლოოდ ეტყვიან უარს ბოროტებას, ძალადობასა და სიცრუეს და მხარს დაუჭერენ განვითარებას, მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის, ადამიანების დასაქმებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა.
არჩევნების მეორე დღიდან, მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი ძალისხმევა თავიდან ბოლომდე ამ მიზნისკენ იქნება მიმართული.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მოდით არჩევნებზე! კიდევ ერთხელ უარი უთხარით “ნაციონალურ მოძრაობას”, ბოროტებას, არეულობას, სიცრუეს!
აირჩიეთ მშვიდობა და განვითარება! აირჩიეთ ჩვენი კანდიდატები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ოზურგეთში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში, სენაკში, ხობში, წყალტუბოში, ბაღდათში, ცაგერში, ხელვაჩაურში, თიანეთში, ქარელსა და ხაშურში.
ჩვენი ერთიანობით, 2 ოქტომბრის გამარჯვება ხვალ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე!”, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს