ირაკლი კობახიძე – მყარად გავიმეორებთ, რომ საქართველო არ შეუერთდება სანქციებს


ავტორი
Front News საქართველო
კიდევ ერთხელ, მყარად გავიმეორებთ, რომ საქართველო არ შეუერთდება სანქციებს ორი ძირითადი მოსაზრებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, რუსეთისთვის სანქციებთან მიერთების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
“საქართველოს არ აქვს იმის რესურსი, რომ ახლა ასეთ რაღაცებზე ვიფიქროთ. კიდევ ერთხელ, მყარად გავიმეორებთ, რომ საქართველო არ შეუერთდება სანქციებს ორი ძირითადი მოსაზრებიდან გამომდინარე. ეს არის ის, რომ ჩვენ არ გვინდა, საქართველოში რაიმე ფორმით დავუშვათ სამხედრო ესკალაცია და არ გვინდა, ჩვენს მოქალაქეებს შევუქმნათ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სანქციები რუსეთს ვერაფერს დააკლებს, მაგრამ ძალიან სერიოზულ, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის მოქალაქეებს. ნებისმიერ სანქციასთან მიერთება 100 ათასობით მოქალაქეზე აისახება“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე