ირაკლი კობახიძე მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის ტრისტან სარალიძის გარდაცვალების გამო. ტრისტან სარალიძემ, ნიჭითა და სამსახიობო ოსტატობით საყოველთაო სიყვარულის მოპოვება შეძლო.
თანავუგრძნობ ტრისტან სარალიძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.
ტრისტან სარალიძე 69 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.
თაგები:
ტრისტან სარალიძე




