Logo

ირაკლი კობახიძე - მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს, ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება

პოლიტიკა
251
Frontnews image description

მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს - ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება,  - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, ოთხი წლის შემდეგ, საქართველო და თბილისი კიდევ უფრო ლამაზი, განვითარებული, მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე იქნება, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას „ქართული ოცნება“ იღებს.

"მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს - ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება. 4 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო განვითარებული და კიდევ უფრო მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე. ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement