ირაკლი კობახიძე – მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პროცესი გაგრძელდება ჩვენს ქვეყანაში, რაც პროგრესისა და მდგრადობისადმი ჩვენი ერთგულებით არის განპირობებული


ავტორი
Front News საქართველო
მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პროცესი გაგრძელდება ჩვენს ქვეყანაში, რაც პროგრესისა და მდგრადობისადმი ჩვენი ერთგულებით არის განპირობებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს მიღწევები ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს მეტად ძლიერი, დინამიური და მომავალზე გათვლილი ეკონომიკის შესაქმნელად.
“საქართველოს მთავრობა მიესალმება ინვესტიციებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მსხვილი დეველოპერული და ლოგისტიკური კომპანიების დაინტერესებას საქართველოში ინვესტირების თვალსაზრისით. აბუ-დაბის პორტების გაერთიანებამ ხელი მოაწერა მემორანდუმს საქართველოსთან თბილისში მშრალი პორტის შესაქმნელად, ლოგისტიკისა და ინტერმოდალური ტრანსპორტირების მიმართულებით საკუთარი გამოცდილების გამოყენებით. ამ ინიციატივის მიზანია, თბილისი გადაიქცეს სტრატეგიულ შიდა კვანძად, რომელიც შავ ზღვაზე საქართველოს პორტებს დააკავშირებს ფართო რეგიონის სავაჭრო ქსელებთან.
მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პროცესი გაგრძელდება ჩვენს ქვეყანაში, რაც პროგრესისა და მდგრადობისადმი ჩვენი ერთგულებით არის განპირობებული. ეს მიღწევები ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს მეტად ძლიერი, დინამიური და მომავალზე გათვლილი ეკონომიკის შესაქმნელად“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი ღარიბაშვილი – მას შემდეგ, რაც ჩვენი მმართველი ძალა მოვიდა ხელისუფლებაში, უპრეცედენტოდ უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ჩვენს ქვეყანაში

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არის მშვიდობა და ქვეყანა სტაბილურად ვითარდება

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც განაპირობა და მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი