ირაკლი კობახიძე - მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა


ავტორი
Front News საქართველო
ვერავითარი ღალატი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ვერ გაამართლებს და არ გაამართლებს იმ ოკუპაციას, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20%, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.
მისი თქმით, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ხელისუფლების უმთავრესი ეროვნული ამოცანა.
"რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20%, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა. შესაბამისად, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ვერავითარი ღალატი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ვერ გაამართლებს და არ გაამართლებს იმ ოკუპაციას, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20%“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს