Logo

ირაკლი კობახიძე - მშვიდობის მთავარი გარანტი ქვეყნისთვის მაინც არის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ეს ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს

პოლიტიკა
279
Frontnews image description

ჩვენი სურვილი არის ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მშვიდობის მთავარი გარანტი ქვეყნისთვის მაინც არის მისი საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ეს ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაფრთხილება, რომლისთვისაც იბრძოდა არაერთი თაობა.

"რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, შევინარჩუნოთ განვითარება, პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. იმას, რისთვისაც იბრძოდა არაერთი თაობა ჩვენი ქვეყნის, მათ შორის 80-იან, 90-იან წლებში. დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არის ქვეყანაში მშვიდობის და განვითარების უმთავრესი გარანტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement