ირაკლი კობახიძე - მშვიდობის შენარჩუნება ნამდვილად არ იყო იოლი, ჩვენ მოგვიწია ბრძოლა ამისთვის და ეს ბრძოლა წარმატებით გაგრძელდა 2025 წელსაც

ავტორი
Front News საქართველო
მშვიდობის შენარჩუნება ნამდვილად არ იყო იოლი, ჩვენ მოგვიწია ბრძოლა ამისათვის და ეს ბრძოლა წარმატებით გაგრძელდა 2025 წელსაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ წლის შეჯამებისას ისაუბრა მშვიდობისა და სუვერენიტეტისათვის ბრძოლაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება იყო უსამართლო და საფუძვლიანი აღქმით, ეს ყველაფერი უკავშირდებოდა იმას, რომ საქართველომ არ შეასრულა კონკრეტული როლი კონკრეტული გარე ძალებისთვის.
"მშვიდობის შენარჩუნება ნამდვილად არ იყო იოლი, ჩვენ მოგვიწია ბრძოლა ამისათვის და ეს ბრძოლა წარმატებით გაგრძელდა 2025 წელსაც. საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ ვხედავთ ძალიან დიდ უსამართლობას და ჩვენი საფუძვლიანი აღქმით, ეს ყველაფერი დაკავშირებულია სწორედ იმასთან, რომ საქართველომ არ შეასრულა კონკრეტული როლი კონკრეტული გარე ძალებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




