
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს კალათბურთის ნაკრებს ისტორიული წარმატება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიულოცა.
“საქართველოს კალათბურთის ნაკრებს მინდა მივულოცო ისტორიული წარმატება. მსოფლიო ჩემპიონატზე. მსოფლიო 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა არის ისტორიული შედეგი, რისთვისაც კალათბურთელებს ჩვენი გუნდის სახელით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. მადლობას ვუხდი ნაკრების თითოეულ წევრს, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ნაკრების კაპიტანს და ლიდერს თორნიკე შენგელიას, რომელმაც ამ ისტორიულ წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. მადლობა ნაკრების მწვრთნელებს, მადლობა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და მის პრეზიდენტს, ჩვენს კოლეგას ვიქტორ სანიკიძეს. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ქართველი კალათბურთელების ყველა თაობის წარმომადგენლებს, რომელთაც საკუთარი ნიჭით და თავდადებით მოიტანეს ქართული კალათბურთის დღევანდელი წარმატება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან წარმატებები უსურვა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს და ასევე, რაგბისტებს.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს