
ავტორი
Front News საქართველო
შიმშილობას, მათ შორის პოლიტიკურს, აქვს საუკუნოვანი ისტორია და ადამიანი შიმშილობდეს იმისთვის რომ, შიმშილობის შემდგომ ჰქონდეს უკეთესი მკურნალობა, არის ისეთი აბსურდი, რომ ასეთი პრეცედენტი არასდროს ყოფილა,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“მსოფლიო ისტორიაში არ მომხდარა ასეთი რამ, რომ ადამიანი შიმშილობდეს შიმშილობის შემდგომ უკეთესი მკურნალობის მოთხოვნით. შიმშილობა გულისხმობს, რომ ადამიანი მიდის ყველაფერზე და შიმშილობდე იმისთვის, რომ შიმშილობის შემდგომ გქონდეს უკეთესი მკურნალობა, ეს არის საოცრება და სასწაული საბაბი, მსოფლიოში პირველი მოვლენა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ სრულიად აბსურდის თეატრში. რაც დღეს ხდება, არის აბსურდის თეატრი. შიმშილობას, მათ შორის პოლიტიკურს, საუკუნოვანი ისტორია აქვს და ეს ისეთი აბსურდია, რომ ასეთი პრეცედენტი არასდროს ყოფილა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს