
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო რაგბის პრეზიდენტ ბრეტ რობინსონს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსოფლიო რაგბის ორგანიზაციასთან მრავალწლიან წარმატებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რასაც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში გამართვაც ადასტურებს.
"მთავრობის მეთაურმა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელების მზადყოფნა დაუდასტურა.
აღინიშნა, რომ რაგბი საქართველოსთვის ერთ-ერთი გამორჩეული სპორტის სახეობაა და მისი შემდგომი განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მსოფლიო დონის სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებას, დაფინანსების მუდმივი ზრდა კი ქართული რაგბის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას ისახავს მიზნად.
შეხვედრას რაგბის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი დევიდ ქარიგი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა დაესწრნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს