Logo

ირაკლი კობახიძე მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტ ბილალ ერდოღანს შეხვდა

პოლიტიკა
352
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტ ბილალ ერდოღანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას და სპორტის სფეროში თანამშრომლობას შეეხო.

"განიხილეს თბილისში ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობა.  ბილალ ერდოღანმა პრემიერ-მინისტრს ჩემპიონატის მასპინძლობისა და მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

ბილალ ერდოღანი საქართველოში საქართველოს სპორტის სამინისტროს მოწვევით, ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით იმყოფება.

ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ჩემპიონატი 25 ოქტომბერს გაიმართება. გამარჯვებულები აბსოლუტურ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement