
ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი საერთო დამოკიდებულება. ერთადერთი სფერო, სახელმწიფოში, რომელიც აქამდე არ იყო გამჭვირვალე, ეს იყო სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების სფერო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს სფერო საჭიროებდა გამჭვირვალობას და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო.
“ზოგადად, რაც შეეხება გამჭვირვალობას საქართველო არის გამორჩეული მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ეს ეხება მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების გამჭვირვალობას, ეს ეხება მთავრობის გამჭვირვალობას. მე პირადად, მივიღე გადაწყვეტილება, ყველა სამთავრობო განკარგულების თუ დადგენილების გასაჯაროების თაობაზე და ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსიც არის ამის კიდევ ერთი დასტური. მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი საერთო მიდგომა, ჩვენი საერთო დამოკიდებულება. ერთადერთი სფერო, სახელმწიფოში, რომელიც აქამდე არ იყო გამჭვირვალე, ეს იყო სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების სფერო. შესაბამისად, ეს სფერო საჭიროებდა მოწესრიგებას, გამჭვირვალობას და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ის კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ საქართველოს პარლამენტში, რომელიც დააინიცირა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. გამჭვირვალობა არის ევროპული ფასეულობა, რომელიც უნდა დამკვიდრდეს ჩვენს ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველა სფეროში“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს