Logo

ირაკლი კობახიძე - მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი რატომ მივიდა საქმე 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენებამდე

პოლიტიკა
238
Frontnews image description

ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია 20 ივნისის საქმეზე - რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, ამ მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სტრასბურგის სასამართლომ დაავალა.

"ჩვენ სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით. არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი - რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, ამ მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, პოლიტიკური კუთხით ჩვენ შეფასებები გაკეთებული გვაქვს და ყველაფერი დღესავით ნათელია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება და ამას დაადგენს გამოძიება", - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement