Logo

ირაკლი კობახიძე - მთავარი მიზანი იმისა, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა

პოლიტიკა
120
Frontnews image description

მთავარი მიზანი იმის, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან მძიმე ტენდენციებია.

"სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში თვალსაჩინოა, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას და ეს პრინციპში, სამწუხაროდ, წარმატებით გამოსდით. არის პოლარიზაციის ძალიან მაღალი ხარისხი, არის სიძულვილის დათესვის კონკრეტული ტენდენციები, რასაც ჩვენს მაგალითზეც თვალსაჩინოდ ვხედავდით და ჩვენ გვინდა, ამას დავუპირისპირდეთ. მთავარი მიზანი იმის, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, არის საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფა. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება, რომ ყველა ერთ აზრზე უნდა იყოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დებატები სწორედ იმისთვის არის, რომ განსხვავებული აზრი წარმოადგინონ ადამიანებმა და ამის საფუძველზე საზოგადოებამ შეიქმნას უკვე საკუთარი დამოკიდებულება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

"იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს სივრცე დებატებისთვის, ბუნებრივია, იზრდება დისტანცია საზოგადოების ორ მხარეს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ამ პოზიციებთან დაკავშირებით მუდმივი დისკუსიები არსებობდეს იმისათვის, რომ განსხვავებული მოსაზრებები არ იქცეს უარყოფითი გაგებით, კონფლიქტის მიზეზი. ჩვენი მთავარი ამოცანაა დეპოლარიზაცია ამ ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილის თავიდან არიდება ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არის ბუნებრივი ამოცანა და სწორედ ამას ემსახურება ის ინიციატივა, რომლითაც ჩვენ გამოვედით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები