ირაკლი კობახიძე - მთავარი მიზეზი, რატომაც ეუთო/ოდირი არ ჩამოვიდა, არის ის, რომ იყო უპრეცედენტო თავდასხმები რადიკალური ოპოზიციის და მათი უცხოელი მფარველების მხრიდან


ავტორი
Front News საქართველო
ვფიქრობ, მთავარი მიზეზი, რატომაც ეუთო/ოდირი არ ჩამოვიდა საქართველოში, არის ის, რომ იყო უპრეცედენტო თავდასხმები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათი უცხოელი მფარველების მხრიდან, ასეთ ფონზე ეუთო/ოდირს ჰქონდა თავშეკავების მიზეზი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ძალიან ბევრი დამკვირვებელია საქართველოში ჩამოსული.
"რეალურად ძალიან ბევრი დამკვირვებელია ჩამოსული. ცესკოს ჰქონდა ბრიფინგი და არის ბევრი დამკვირვებელი ჩამოსული, თუ არ ვცდები, 1000-ზე მეტი დამკვირვებელია ჩამოსული. ჩვენ ასევე მოვიწვიეთ ეუთო/ოდირი, თუმცა მათ მოიწერეს პასუხი, რომ ვერ მოახერხებდნენ მისიის დაკომპლექტებას.
2007 წელს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოიწვიეს ეუთო/ოდირი და ძალიან ადვილად მოხერხდა მაშინ მისიის დაკომპლექტება, ამიტომ ეს ვადა რეალურად იყო საბაბი. მე ვფიქრობ, მთავარი მიზეზი, რატომაც ეუთო/ოდირი არ ჩამოვიდა საქართველოში, არის ის, რომ იყო უპრეცედენტო თავდასხმები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათი უცხოელი მფარველების მხრიდან ეუთო/ოდირზე, ასეთ ფონზე ეუთო/ოდირს ჰქონდა თავშეკავების მიზეზი. სამ წელიწადში ეუთო/ოდირი აუცილებლად იქნება საქართველოში და როგორც ეს მიღებულია, დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებს“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს