
ავტორი
Front News საქართველო
იყო საინტერესო, ძალიან კონსტრუქციული საუბარი, რომელიც შედგა საქართველოში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის დროს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მთავარია, რომ დამკვიდრდეს სამართლიანი მიდგომები ურთიერთობებში.
"ჩვენ გვქონდა საინტერესო საუბრები. ამ საუბრის დეტალებზე საჯაროდ გაგვიჭირდება ლაპარაკი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო საინტერესო, ძალიან კონსტრუქციული საუბარი, რომელიც შედგა საქართველოში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის დროს.
მინდა, კიდევ ერთხელ მოგახსენოთ ზოგად მიდგომაზე. მთავარია, რომ დამკვიდრდეს სამართლიანი მიდგომები ურთიერთობებში. რამაც გააფუჭა ურთიერთობები გასული წლების განმავლობაში, ეს იყო სწორედ უსამართლობა, წინა ადმინისტრაციის უსამართლობა. ძალიან კარგად გახსოვთ, რას აკეთებდა წინა ადმინისტრაცია, როგორ უჭერდა მხარს რადიკალიზმს, სიძულვილს, სიცრუეს ჩვენს ქვეყანაში, როგორ ახალისებდა სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟს, მათ შორის, როგორ უბიძგებდა რადიკალურ ოპოზიციას არ ესარგებლათ მანდატებით. ეს მოხდა, როგორც 2020 წელს, ასევე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. დღეს ვხედავთ, რომ ეს მიდგომები არის შეცვლილი, რაც გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. ეს არის ჩვენი მთავარი შეთავაზება ამერიკული მხარისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს