ირაკლი კობახიძე - მთავრობა არა მარტო გამჭვირვალედ მუშაობს, არამედ სუფთად და სწორედ ამიტომ არ გვაქვს გამჭვირვალობის პრობლემა, განსხვავებით ენჯეოებისგან

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მთავრობას მთლიანობაში და არც ერთ სამინისტროს არ აქვს გამჭვირვალობის პრობლემა; არა მარტო გამჭვირვალედ ვმუშაობთ, არამედ ვმუშაობთ სუფთად და სწორედ ამიტომ არ გვაქვს გამჭვირვალობის პრობლემა, განსხვავებით ენჯეოებისგან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ენჯეოებს ზუსტად იმიტომ აქვთ გამჭვირვალობის პრობლემა, რომ სუფთად არ მუშაობენ და ემსახურებიან არა ეროვნულ ინტერესებს, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.
"ისინი პირდაპირ იყვნენ ჩართული ანტისახელმწიფოებრივ აქციებში, ანტისახელმწიფოებრივ აქტებში და სწორედ ამიტომ აქვთ საკუთარი დაფინანსებაც დასამალი. მე ძალიან მრავლად ვნახე იმ ანტისახელმწიფოებრივ აქციებზე შენიღბული ენჯეოშნიკები. არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს პოლიტიკა. ეს არის კონსტიტუციური სტანდარტების საწინააღმდეგო მოვლენა. როდესაც პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობენ ენჯეოების წარმომადგენლები, ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, გარედან პოლიტიკის დაფინანსებას და მით უმეტეს, არ შეიძლება, რადიკალიზმი და რადიკალური პოლიტიკა ფინანსდებოდეს ქვეყნის გარედან. არავის არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში გარედან. გარედან არავინ უნდა ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში - ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი. იყო გარკვეული გადახვევა კანონში, არასწორი პრაქტიკაც იყო ჩამოყალიბებული, დღეს ჩამოყალიბდა სწორი კანონმდებლობა და სწორი პრაქტიკა“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


