
ავტორი
Front News საქართველო
ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვუერთდები ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავ საღამოს. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის დღე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ეროვნული დღესასწაული.
"ეს არის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის მარადიული იდეალებისადმი პატივისცემა. ეს იდეალები ზუსტად ეხმიანება საქართველოს გამოცდილებასა და მისწრაფებებს.
ამერიკის სადამფუძნებლო პრინციპებმა კონსტიტუციურ სისტემაზე ბევრად მეტი შექმნა, რამაც ხელი შეუწყო ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც ინოვაციების, მეცნიერების, განათლების, მეწარმეობისა და კულტურის გლობალურ ლიდერად იქცა.
დამოუკიდებლობის დეკლარაციაში გამოხატული იმ ურყევი რწმენის საფუძველზე, რომ ყველა ადამიანს „შემოქმედის მიერ ბოძებული აქვს ხელშეუვალი უფლებები“, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნა ინსტიტუტები, რომლებმაც ხელი შეუწყო შემოქმედებითობის განვითარებას, წაახალისა ინიციატივა და შთააგონა არაერთი თაობა ქვეყნის საზღვრებს მიღმაც.
გარდამტეხი სამეცნიერო აღმოჩენებით და ტექნოლოგიური ინოვაციებით დაწყებული, ლიტერატურით, კინემატოგრაფიითა და ხელოვნებით დამთავრებული, ამერიკის წვლილმა თანამედროვე მსოფლიოზე წარუშლელი კვალი დატოვა.
დამფუძნებელი მამების ფილოსოფიური ხედვის, ძლიერი ინსტიტუტებისა და კულტურული სიცოცხლისუნარიანობის ამ უნიკალურმა ერთობლიობამ ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაძლებლობა მისცა, ჩამოყალიბებულიყო მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სუვერენულ სახელმწიფოდ, პროგრესისა და ინოვაციის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს