Logo

ირაკლი კობახიძე – მთავარი არის დანაშაულის აღიარება და ამის რესურსი სააკაშვილს არ აქვს, მილიონი უბედურება აქვს ჩადენილი

პოლიტიკა
08.02.2023 / 15:20
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ამ დანაშაულების აღიარება უბრალოდ წარმოუდგენელია, ამას ვერ იზამს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

 

“აბსოლუტურად არარეალურია, რომ სააკაშვილმა მის მიერ ჩადენილი ეს უმძიმესი დანაშაულები აღიაროს. იმდენი დანაშაული აქვს მას ჩადენილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ამ დანაშაულების აღიარება უბრალოდ წარმოუდგენელია, ამას ვერ იზამს. ეს ნიშნავს სრულ მორალურ კრახს. მთავარი არის დანაშაულის აღიარება და ამის რესურსი სააკაშვილს არ აქვს იქიდან გამომდინარე, რომ მას მილიონი უბედურება აქვს ჩადენილი ამ ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ.

 

პოლიტიკურ გადაწყვეტილებას გვთხოვენ ჩვენ, მაგალითად, გვთხოვენ ამნისტიის კანონს, სხვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ. შეიძლება, პარლამენტი თეორიულად შეიკრიბოს და მიიღოს ამნისტიის კანონი. ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ბერკეტი, რაც აქვს, მაგალითად, “ქართულ ოცნებას“. მე თეორიულად ვმსჯელობ ახლა, რომ ამ კაცს არ აქვს იმის რესურსი, აღიაროს სერგო თეთრაძის წამება, ვალერი გელბახიანის წამება, ადამიანების მკვლელობა. ვალერი გელაშვილის, ბოდიში. მგონი, გელბახიანსაც აწამებს, ისეთ დღეშია ის კაცი, ერთი წელია, ადვოკატად ჰყავს აბსურდულ საქმეზე“, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები