ირაკლი კობახიძე – მთავარია ჩვენ დავგმოთ ძალადობის ინიცირება, თუ არ იქნება ინიცირებული ძალადობა, არავითარ ძალადობას არ ექნება ადგილი


ავტორი
Front News საქართველო
პარალელურ რეჟიმში წარიმართება გამოძიებები ორივე მიმართულებით, როცა საქმე ეხება ძალადობას, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით, პარალელურ რეჟიმში, მათ შორის დროში წარიმართება გამოძიებები ორივე მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერმა ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ მოხდება რეაგირება ჟურნალისტების ცემის კადრებთან დაკავშირებით.
“აქაც არის საჯარო ყველაფრის გამოვლენა და კიდევ ერთხელ, ერთი რამ არის მთავარი, მთავარია ჩვენ დავგმოთ ძალადობის ინიცირება. ეს არის მთავარი. თუ არ იქნება ინიცირებული ძალადობა, არავითარ ძალადობას არ ექნება ადგილი. გუშინ რომ არ დაეწყოთ ძალადობა შესაბამის ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, ხომ არაფერი არ მოხდებოდა, ამაში ხომ მეთანხმებით. არაფერი არ მოხდებოდა საერთოდ, ძალადობრივ დაჯგუფებებს რომ არ დაეწყოთ ექსტრემისტული მოქმედებები, ხომ არ იქნებოდა არაფერი, იქნებოდა ჩვეულებრივი სიმშვიდე. რატომ არ გმობს არავინ ხმამაღლა ძალადობის ინიცირებას, მით უმეტეს, რომ ეს ძალადობა იყო აბსოლუტურად წინასწარ კოორდინირებული, წინასწარ ორგანიზებული და სისტემური. მთავარი არის ამაზე ყურადღების გამახვილება. არ დაიწყება ძალადობა, არ იქნება არაფერი, არ იქნება არავის დაშავება, არ იქნება არავითარი პრობლემა. მთავარი არის ეს, თქვენ დაგმეთ ძალადობის ინიცირება და ძალადობის ინიციატორები, ამას რომ არ აკეთებთ, ამით ახალისებთ, ბუნებრივია, ძალადობას. ეს, რა თქმა უნდა, არ მიემართება ყველა თქვენგანს, მაგრამ არიან მედიასაშუალებები, არიან პოლიტიკოსები, უცხოელი ჩინოვნიკები, რომლებიც არ გმობენ დღემდე ძალადობის ინიცირებას, ძალადობის ინიციატორებს და ამით ახალისებენ იმ ქმედებებს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ადამიანების დაშავებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ნიკა სიმონიშვილი – თუ კვლავ არ აღკვეთეს შესაძლო ძალადობა, ეს იქნება პირდაპირი თქმა იმისა, რომ ხელისუფლებას არ სურს ევროკავშირში

ირაკლი კობახიძე – ნებისმიერი ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი და ძალადობა მედიის წარმომადგენლების მიმართ არის გამორჩეულად მიუღებელი

ირაკლი კობახიძე – იქნება პარლამენტში ოპოზიცია, თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი