
ავტორი
Front News საქართველო
მთავარია, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ დაკარგული რეიტინგი არ განაწილდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“, როგორიც არის, მაგალითად, „ლელო“, „გირჩი“, გახარია და ა.შ., – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის სწრაფი კლება იმ პროცესებითაა განპირობებული, რაც პარტიის შიგნით მიმდინარეობს.
“ყველა ხედავს, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი სწრაფი ტემპით იკლებს. თუ მათ არჩევნებში 2021 წელს მიიღეს დაახლოებით 30 პროცენტი, ახლა მათი რეიტინგი არის 20 პროცენტზე ნაკლები და სწრაფი ტემპით კიდევ უფრო მეტად იკლებს, რაც ბუნებრივია, იმ პროცესების ლოგიკური შედეგია, რომლებიც წარიმართება “ნაცმოძრაობაში“. მთავარია, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ დაკარგული რეიტინგი არ განაწილდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“, როგორიც არის, მაგალითად, „ლელო“, „გირჩი“, გახარია და ა.შ. მთავარია, “ნაცმოძრაობის“ მიერ დაკარგული რეიტინგი განაწილდეს ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებზე, რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, საზოგადოებას მართებს განსაკუთრებული ყურადღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს