
ავტორი
Front News საქართველო
ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ მათი მხრიდან სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არ არის უბრალო ახირება. ამის უკან დგას კონკრეტული მიზანი და რა არის მიზანი, ძალიან კარგად ვხვდებით: მიზანი არის ის, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შექმნან მისი გათავისუფლების გარკვეული შანსები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან აღქმა, თითქოს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანით ეს სპექტაკლი და უბედურება დასრულდება და ასეთი აღქმა გაჩნდა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში. თუმცა, მთელი უბედურება დაიწყება სწორედ გადაყვანის დღიდან.
ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან და ვიცით, რომ ეს პოლიტიკური ძალა ზოგადად ყველაფრის მკადრებელია. აქედან გამომდინარე, არსებობს უსაფრთხოების სერიოზული რისკები და ჩვენ ეს რისკები მხედველობაში უნდა მივიღოთ. ისინი ყველაფერზე წავლენ, სისხლისღვრის ჩათვლით. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწონოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ყველაფერზე პასუხისმგებელი, მათ შორის ადამიანების სიცოცხლეზე, რაც შეიძლება დადგეს რისკის ქვეშ“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს