Logo

ირაკლი კობახიძე - მთლიანობაში სოციალური ბიუჯეტის ნაწილში გამოყოფილია საერთო ბიუჯეტის მესამედზე მეტი

პოლიტიკა
538
Frontnews image description

მთლიანობაში სოციალური ბიუჯეტის ნაწილში გამოყოფილია საერთო ბიუჯეტის მესამედზე მეტი, რაც არის ოპტიმალურზე მაღალი მაჩვენებელიც კი, ბიუჯეტის მესამედზე მეტი როცა იხარჯება სოციალურზე, ეს ნიშნავს, რომ საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში სახელმწიფო მაქსიმალურად სოციალურად ორიენტირებულია, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ბიუჯეტის მესამედზე მეტი როცა იხარჯება სოციალურზე, ეს ნიშნავს, რომ საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში სახელმწიფო არის მაქსიმალურად სოციალურად ორიენტირებული.

"ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა - თქვენ იცით, ჩვენი ხელისუფლების პირობებში როგორ გაიზარდა აქ საბიუჯეტო ხარჯები, რა პროგრამა იქნა შემოღებული.  როდესაც ხალხზეა საუბარი და საბიუჯეტო დანახარჯებზე, მთლიანობაში, სოციალური მიმართულებით, აქ შედის ჯანდაცვა, სოციალური დახმარება, სხვა ტიპის მომიჯნავე სოციალური ხარჯები და ა.შ. მთლიანობაში სოციალური ბიუჯეტის ნაწილში გამოყოფილია საერთო ბიუჯეტის მესამედზე მეტი. ბიუჯეტის მესამედზე მეტი იხარჯება სოციალურზე, რაც არის ოპტიმალურზე მაღალი მაჩვენებელიც კი. რომ გადახედოთ სხვადასხვა სახელმწიფოს ბიუჯეტს, ბიუჯეტის მესამედზე მეტი როცა იხარჯება სოციალურზე, ეს ნიშნავს იმას, რომ საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში სახელმწიფო არის მაქსიმალურად სოციალურად ორიენტირებული. ამიტომ, აქ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ოპტიმალურია საერთო მიდგომა და ოპტიმალურზე მეტიც არის, რასაც ავლენს ჩვენი სახელმწიფო“ , - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები