
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს.
“საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს – მშვიდობის, თანადგომის, იმედისა და სიკეთის გამარჯვების დღესასწაულს.
მუსლიმი თემი საქართველოს ისტორიისა და კულტურის, მისი დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია. თქვენი შრომითა და ქვეყნის ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სამშობლოს წინსვლაში.
ამიტომ, თქვენი სიხარული – თითოეული ჩვენგანის სიხარულია.
ვუერთდები საზეიმო განწყობას, რომელიც დღეს თქვენს ოჯახებშია და მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ“, – აღნიშნულია მილოცვაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს