
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამს ულოცავს.
მისი თქმით, მუსლიმებთან მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრება, ერთმანეთის ტრადიციებისა და კულტურის პატივისცემა ის საგანძურია, რაზეც საქართველოს ძლიერი მომავალი შენდება.
“ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს - სიკეთის, ურთიერთთანადგომისა და იმედის დღესასწაულს.
ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ძმური თანაცხოვრება, ერთმანეთის ტრადიციებისა და კულტურის პატივისცემა ის საგანძურია, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს და რაზეც ჩვენი ქვეყნის ძლიერი მომავალი შენდება.
ვუერთდები საზეიმო განწყობას, რომელიც დღეს თქვენს ოჯახებშია და თითოეულ თქვენგანს მშვიდობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას გისურვებთ”, - აღნიშნავს პრემიერი.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს