ირაკლი კობახიძე - მზად ვართ, ამ ადამიანებს მართლა ყველანაირი დახმარება გავუწიოთ, მკურნალობის ჩათვლით, თუ დაექვემდებარებიან ამ ყველაფერს


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვნახეთ სახედაკარგული „ნაცი ორკები“, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, ეს ადამიანები ისტერიულ მდგომარეობაში იმყოფებიან.
"ჩვენ ვნახეთ სახედაკარგული „ნაცი ორკები“, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას. ეს ადამიანები ისტერიულ მდგომარეობაში არიან, სახე აქვთ დაკარგული. მათი მდგომარეობა ტრაგიკულია – ჩვეულებრივი არქიფო სეთურის მრევლი. „ნაცი ტიტუშკები“, „ნაცი ორკები“ – ეს არის მათი რეალური სახე. მზად ვართ, ამ ადამიანებს მართლა ყველანაირი დახმარება გავუწიოთ, მკურნალობის ჩათვლით, თუ დაექვემდებარებიან ამ ყველაფერს. მართლა ტრაგიკულია ამ „ნაცი ორკების“ და „ნაცი ტიტუშკების“ ქმედება“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს