Logo

ირაკლი კობახიძე - მზად ვართ საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობისთვისაც, თუმცა ეს თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს

პოლიტიკა
83
Frontnews image description

ალან ბერსესთან შეხვედრისას ყველა თემას შევეხეთ, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კოპენჰაგენში განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე გამოითქვა  სრული მზაობა ევროსაბჭოსთან თანამშრომლობაზე. პრემიერის განცხადებით, საქართველო მზად არის საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობისთვისაც, თუმცა ეს თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს.

"ალან ბერსესთან შეხვედრისას ყველა თემას შევეხეთ, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასაც. მოგეხსენებათ, ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა ასამბლეაში მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ასამბლეამ კონკრეტული რეზოლუცია დაამტკიცა. ჩვენ აქაც გამოვთქვით სრული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვითანამშრომლებთ ევროსაბჭოსთან, მზად ვართ საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობისთვისაც, თუმცა ეს თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს. მე მადლობა გადავუხადე ბატონ ალან ბერსეს მისი მონაწილეობისთვის იმ პროცესებში, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან და იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება ჯანსაღი ფორმით“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement