ირაკლი კობახიძე – ნ.გ.-ს ზღაპრებსა და ფანტაზიებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერავითარ კომენტარს


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას “მთავარ აქცენტებში”, სუს-ის მიყურადების შესახებ გასაჯაროებულ კრებსებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში უკანონო მოსმენები არ არის.
“ნ.გ. -ს ზღაპრებსა და ფანტაზიებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ ვერავითარ კომენტარს. არის რაღაც ტექსტები, რომელიც მოვისმინეთ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, არის რაღაც ფანტაზიის ნაყოფი. როგორც ჩანს, გაახსენდათ საკუთარი წარსული, ვერ გამოვიდნენ იმ წარსულიდან, როცა ისინი უსმენდნენ ტოტალურად მთელ საზოგადოებას. ნიკა გვარამია აქედან ვერ გამოვიდა. აქედან გამომდინარე, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული.
მშვენიერაძე და გვარამია არიან ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები და აქედან გამომდინარე, მელიამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა, ეს არ ჭრის, ამას ფასი არ აქვს”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა