ირაკლი კობახიძე - ნახეთ კადრები, თავისუფლების მოედანზე რამდენი ადამიანია, ძალიან ცოტაა, მგონია, რომ მხიარულად დაიშლება ეს შეკრება


ავტორი
Front News საქართველო
ხედავთ, როგორია რაოდენობა. ძალიან სუსტად გამოიყურება რადიკალური ოპოზიციის ეს შეკრება, შესაბამისად, მგონია, რომ მხიარულად დაიშლება ეს შეკრება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში ტრაგიკული მდგომარეობაა.
"ეს არის ჩემი ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია, გავაკეთო. თქვენც შეგიძლიათ, ნახოთ კადრები. მაგალითად, ნახეთ კადრები, თავისუფლების მოედანზე რამდენი ადამიანია. ძალიან ცოტაა. ეს ყველაფერი ჩანს თვალით და თვალით ჩანს, რომ არის ძალიან ცოტა. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში, კოლექტიურ ნაცმოძრაობაშია. არის ჩვეულებრივი პარტიული აქცია, რომელიც დაანონსდა. გამომდინარე იმ მწირი მხარდაჭერიდან, რომლითაც სარგებლობს კოლექტიური ნაცმოძრაობა, რა თქმა უნდა, სხვა შედეგი არც იყო მოსალოდნელი“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს