ირაკლი კობახიძე – ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან

ავტორი
Front News საქართველო
ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალგანზომოლებიანი პარტნიორობის საკითხებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X“-ში წერს.
“მადლიერი ვარ ყაზახეთის ინტერესისთვის, რომელიც გამოიხატება თანამშრომლობის გაღრმავებისკენ ყველა მიმართულებით, სადაც საერთო ინტერესები გვაერთიანებს.
საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ყაზახეთის რესპუბლიკასთან აუცილებელია ჩვენი რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთ მდგრადი ზრდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”, – წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




