ირაკლი კობახიძე - ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალენ ბერსესთან

ავტორი
Front News საქართველო
ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალენ ბერსესთან, მე მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
მისი თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად.
"დანიის სამეფოს ქალაქ კოპენჰაგენში გამართული ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, მის აღმატებულება ალენ ბერსესთან. მე მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ და ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად“, - წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




