
ავტორი
Front News საქართველო
ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის შეხვედრები, რომელიც შედგა გუშინ იენს სტოლტენბერგთან.
“გუშინ გვქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრები ბატონ სტოლტენბერგთან. შემდეგ ვახშმის რეჟიმშიც მეგობრულად გავაგრძელეთ საუბარი ყველა იმ თემაზე, რომელიც უკავშირდება ნატო-საქართველოს პარტნიორობას. ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, ვეცდებით, კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ეს ურთიერთობები. ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის შეხვედრები, რომელიც შედგა გუშინ ბატონ სტოლტენბერგთან“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს