Logo

ირაკლი კობახიძე ნატოსთან საქართველოს ახლად დანიშნულ წარმომადგენელ ირაკლი ბერაიასა და კატარის სახელმწიფოში ახლად დანიშნულ ელჩს ვარლამ ავალიანს შეხვდა

პოლიტიკა
114
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელ ირაკლი ბერაიასა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვარლამ ავალიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ დიპლომატებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ირაკლი ბერაია წლების განმავლობაში იყო პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე - საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში. სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ბერაია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობებზე მუშაობდა.

ვარლამ ავალიანი  2021-2025 წლებში  მედიაჰოლდინგის გენერალური დირექტორი იყო, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს და რამდენიმე მედია პლატფორმას აერთიანებს, ასევე, 2019-2021 წლებში იყო "სტუდია მაესტროს“ აღმასრულებელი დირექტორი. ის 2014-2018 წლებში მუშაობდა საკონსულტაციო კომპანიებში კომუნიკაციების კონსულტანტად, ხოლო 2012-2014 წლებში იკავებდა თავდაცვის მინისტრის მრჩევლისა და მოადგილის თანამდებობებს. ვარლამ ავალიანი 1999-2013 წლებში იყო ჟურნალისტი სხვადასხვა ტელეკომპანიებში.

Advertisement