ირაკლი კობახიძე - "ნაცი“ არის გემბანიდან გაპარული ვირთხა, ყველა ერთია, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, ვახუშტი მენაბდით დამთავრებული


ავტორი
Front News საქართველო
ყველა უცხოელი აგენტი ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ დამხობის აქციას შეუერთდა და 5 წუთში გაყიდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის „ნაცის“ სახე და „ნაცი“ არის გემბანიდან გაპარული ვირთხა.
"5 წუთში უღალატა ყველამ. მთელმა „სანაცეთმა“, ყველა უცხოელი აგენტი ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ დამხობის აქციას შეუერთდა და 5 წუთში გაყიდეს, მამლის ყივილსაც არ დაელოდნენ, არც ერთს და არც სამს, ისე გაყიდეს 5 წუთში, ვირთხებივით. ეს არის „ნაცის“ სახე. „ნაცი“ არის გემბანიდან გაპარული ვირთხა. სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, ვახუშტი მენაბდით დამთავრებული, ლევან სანიკიძე და თინა ბოკუჩავა, ყველა ერთია აბსოლუტურად. სად დაიმალა ხოშტარია, უერთდებოდა. არც განცხადებები, არც არაფერი. უცბად ყველა გაემიჯნა“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს