
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფოს ასჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებს, ვიდრე ამის გაკეთება „ალტ-ინფოს“ შეუძლია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრორუსული პარტიები დღეს პარლამენტშიც არიან და ეს სამწუხარო რეალობაა.
“სამწუხაროდ, პრორუსული პარტიები პარლამენტშიც გვყავს. ეს არის სამწუხარო რეალობა. თუ ამასთან დაკავშირებით რაიმე რეაგირება შეიძლება სამართლებრივი მექანიზმების ფარგლებში, შეგვიძლია, ეს გავაკეთოთ. სამწუხარო რეალობაა, რომ ასეთ დროს რთულია ხოლმე რეაგირება. იგივე ეხებათ ტელევიზიებსაც. საქართველოში არის არაერთი ტელევიზია, რომელიც ახორციელებს აგრესიის, სიძულვილის, პოლარიზაციის პროპაგანდას და აქაც სამწუხაროდ, კანონმდებლობა არის უძლური. მგონი, ისინიც რუსეთიდან ფინანსდებიან. „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრად უფრო მძიმეა, რადგან არჩევნებში მონაწილეობენ, არჩევნებში გარკვეულ წარმატებებს აღწევენ და მათ ბევრად უფრო გავლენიანი მედია რესურსები აქვთ. შესაბამისად, ისინი სახელმწიფოს ასჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებენ, ვიდრე ამის გაკეთება „ალტ-ინფოს“ შეუძლია“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს