
ავტორი
Front News საქართველო
მძიმე მდგომარეობაა, როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს “ნაცმოძრაობაში”, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ბოლო დროს განვითარებული პროცესები და შიდა დაპირისპირება პარტიის სისუსტეზე მეტყველებს.
“გრძელდება დაპირისპირება; აცხადებდნენ, რომ მელია აღარ იყო “ნაცმოძრაობის” წევრი, თუმცა, მელიამ, თუ არ ვცდები, 8 საკრებულო, პარტიული ორგანიზაცია აუმხედრა ხაბეიშვილს და კეზერაშვილს. ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც კარგია, რომ გრძელდება “ნაცმოძრაობის” შიგნით და ალბათ, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ეს, რა თქმა უნდა, არის სისუსტის ნიშანი – “ნაცმოძრაობა” ძალიან დასუსტებულია და სწორედ ამიტომ არის მოშლილი. სისუსტის გამოვლინებაა თავისთავად ის რღვევა, რომელიც გრძელდება “ნაცმოძრაობის” შიგნით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს