
ავტორი
Front News საქართველო
როდესაც საუბარია ქაჯობაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს უწოდებ ქაჯებს, ხომ?! ანუ ქაჯობაში შეიძლება, ჩართო ადამიანები, როდესაც პოლიტიკურად დაარწმუნებ ადამიანებს ამაში, მაგრამ ქაჯები მე საქართველოს მოქალაქეებისთვის არ მიწოდებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ნაცმოძრაობამ“ აიძულა გარკვეული ადამიანები, რომ ჩართულიყვნენ ისეთ აქტივობაში, რომელიც ქაჯობად შეიძლება შეფასდეს.
“როგორც კი ეს ადამიანები თავს დაიხსნიან „ნაცმოძრაობისგან“, ის 150 ადამიანი, როგორც კი თავს დააღწევს „ნაცმოძრაობას“, მაშინვე ხელს მიჰყოფს ისეთ საქმიანობას, რომელიც ქაჯობად ვერ შეფასდება. მარტივად არის აქ საქმე, მაგრამ „ნაცმოძრაობამ“ აიძულა ეს ადამიანები, დაარწმუნა, რომ ჩართულიყვნენ ისეთ აქტივობაში, რომელიც ქაჯობად შეიძლება შეფასდეს. რომ იცი, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზამნიმართულად მოქმედებ, საუბარი მაქვს ამ პარტიებზე, ეს არის ზუსტად ქაჯობა. პირდაპირ იციან ამ ადამიანებმა, რომ ემტერებიან სახელმწიფოს ინტერესებს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ ინტერესებს და ეს პროვოკაცია სხვას არაფერს ისახავდა მიზნად და ეს არის „ნაცმოძრაობის“ სახე. ეს არის კოლექტიური ხაბეიშვილი, ეს არის კოლექტიური ვაშაძე, ეს არის ქაჯობა. ეს არის „ნაცმოძრაობის“ სახე რეალურად, ხომ?“ – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს