
ავტორი
Front News საქართველო
მე არაერთგზის შევთავაზე საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ჩვენი კანონის ოპონენტებს, სხვადასხვა კუთხით, მოსულიყვნენ და ერთად მიგვეღო მონაწილეობა საჯარო დისკუსიაში, თუმცა მათ არ ისურვეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ნებისმიერ დროს არის მზად საჯარო დისკუსიისთვის.
“საქართველოში არსებობს პოლიტიკური უმრავლესობა და პოლიტიკური უმცირესობა. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის, პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლებს. ისინიც არიან ჩვენი მოქალაქეები. სწორედ ამიტომ, მე არაერთგზის შევთავაზე საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ჩვენი კანონის ოპონენტებს, სხვადასხვა კუთხით, მოსულიყვნენ და ერთად მიგვეღო მონაწილეობა საჯარო დისკუსიაში, თუმცა მათ არ ისურვეს. ნებისმიერ დროს ვართ მზად საჯარო დისკუსიისთვის. ჩვენი მხრიდან ყოველთვის არის ღიაობა, მოვუსმინოთ არა მხოლოდ პოლიტიკური უმრავლესობის, არამედ პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლებს“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს