
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ, მაგრამ ვაღიარებთ იმას, რაც დაიდება ცესკოს მიერ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დაახლოებით 60-პროცენტიანი მხარდაჭერა და ოპოზიციის უმძიმესი მარცხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია უნდა შეეგუოს და აღიაროს ცესკოს შედეგები.
“მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ შეეგუოს და აღიაროს ცესკოს მიერ გამოქვეყნებული არჩევნების შედეგები და არ გაიმეორონ ის, რასაც აკეთებდნენ 2021, 2022, 2018 წელს და ა.შ. მოვუწოდებ ყველა პარტიას აღიაროს ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდება ცესკოს მიერ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ცესკოს შედეგების აღიარებისკენ მოვუწოდებთ ყველას, შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც გაჰყვება ცესკოს. ჩვენ ვაღიარებთ ხალხის ნებას, რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებას“ ექნება 60 პროცენტი. ჩვენ ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ, მაგრამ ვაღიარებთ იმას, რაც დაიდება ცესკოს მიერ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დაახლოებით 60-პროცენტიანი მხარდაჭერა და ოპოზიციის უმძიმესი მარცხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს