ირაკლი კობახიძე - ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე, თუნდაც ის ბილწსიტყვაობდეს, არის დასაგმობი

ავტორი
Front News საქართველო
ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე, თუნდაც ის ბილწსიტყვაობდეს, არის დასაგმობი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გუშინ დაკავებული იქნა ერთი პირი, რომელმაც ქალზე იძალადა.
"არიან კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ამტკიცებენ რომ შტაბი მივიდა ნაც ტიტუშკებთან. ჩვენი შტაბი ადგა, წამოდგა ფეხზე და მივიდა ნაც ტიტუშკებთან. სინამდვილეში ნაცი ტიტუშკები მივიდნენ ჩვენს საარჩევნო შტაბთან, იგინებოდნენ, ბილწსიტყვაობდნენ, უბინძურესი სიტყვებით საუბრობდნენ. ესენი იყვნენ დაკომპლექსებული ადამიანები, მოკაცო ქალები და მოქალო კაცები და ამ კომპლექსებს ანთხევდნენ ამ ბილწსიტყვაობით. ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე, თუნდაც ის ბილწსიტყვაობდეს, არის დასაგმობი. გუშინ დაკავებული იქნა შესაბამისი პირი, რომელმაც ქალზე იძალადა. ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქალზე იყო ფიზიკური შეხება და ეს ადამიანი არის დაკავებული. შესაბამისად, არა მარტო ვგმობთ, არამედ, ზომებსაც იღებს ხელისუფლება“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


