Logo

ირაკლი კობახიძე - ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი იმოქმედებს მთელი სიმკაცრით

პოლიტიკა
125
Frontnews image description

კრიმინალთან მიდგომები იყო შედარებით ლოიალური, რაც არ არის სწორი, ამიერიდან, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი იმოქმედებს მთელი სიმკაცრით, ეს ეხება როგორც კორუფციას, ისე ორგანიზებულ, ნარკოტიკულ და პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ელენე ხოშტარიას მიერ გირაოს გადახდას, ეს თავად ხოშტარიას გადასაწყვეტია.

"როდესაც ზიანი აღემატება 150 ლარს, აქ მარტივად მოქმედებს სისხლის სამართლის კანონმდებლობა, პროკურატურას ევალება საქმის აღძვრა, შემდეგ ლოგიკური გაგრძელება არის დაკავება. რაც შეეხება აღკვეთის ზომას, ამაზე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს არის თავიდან ბოლომდე სამართალდამცავი ორგანოების საქმე. გარკვეულ ეტაპზე, კრიმინალთან მიდგომები იყო შედარებით ლოიალური, რაც მე მგონია, რომ არ არის სწორი. თქვენ ხედავთ, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ნარკოდანაშაულთან მიმართებით მეტი სიმკაცრის გამოვლენა იმისათვის, რომ მეტად არ გავრცელდეს ნარკოტიკები ჩვენს ქვეყანაში, შესაძლებელი ყოფილა ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებით უფრო მკაცრი დამოკიდებულების გამოვლენა, სხვადასხვა ტიპის დანაშაულს ეხება ეს ყველაფერი და იგივე ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს. ნარკოტიკები, ორგანიზებულ დანაშაული, კორუფცია, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული - ვიდრე არ მოქმედებდა მთელი სიმკაცრით კანონები ყველა ამ მიმართულებით, მანამდე იყო კიდეც პრობლემები. ამიერიდან, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ იმოქმედებს კანონი მთელი სიმკაცრით, ეს ეხება როგორც კორუფციას, ისე ორგანიზებულ დანაშაულს, ასევე ნარკოტიკულ დანაშაულს და პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს. ეს არის პირობა, რომელსაც ვაძლევთ საზოგადოებას ხელისუფლების სახელით", - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement