ირაკლი კობახიძე - NGO-ებს და მათ პატრონებს ბევრი აქვთ დასამალი


ავტორი
Front News საქართველო
NGO-ებს და მათ პატრონებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი, მათ შორის, დასამალი აქვთ ის, რომ უცხოური, გაუმჭვირვალე დაფინანსებით ისინი ახალისებდნენ ნარკომანიის, ასე ვთქვათ, გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში, აწყობდნენ რევოლუციას, ებრძოდნენ ეკლესიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და ა.შ. - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ანტიკორუფციული ბიუროსთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებაზე უარს შეეხებოდა.
მისი თქმით, ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს ზუსტად იმ ინფორმაციას, რა ინფორმაციასაც გამოითხოვდა ხოლმე, წლების განმავლობაში, პოლიტიკური პარტიებისგან და მათი მხრიდან პერსონალურ ინფორმაციაზე აპელირება თითიდან გამოწოვილი საბაბია.
"ის სტანდარტი მოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში მოქმედებდა პოლიტიკური პარტიების მიმართ. იქ რატომ არ აინტერესებდათ პერსონალური ინფორმაცია და არაფერი? რეალურად, ხდება ზუსტად იმ ინფორმაციის გამოთხოვა, რა ინფორმაციასაც გამოითხოვდა ხოლმე ანტიკორუფციული სამსახური მთელი ამ წლების განმავლობაში, 20 წლის განმავლობაში, პოლიტიკური პარტიებისგან.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი საბაბი, სინამდვილეში, NGO-ებს და მათ პატრონებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი, მათ შორის, დასამალი აქვთ ის, რომ უცხოური, გაუმჭვირვალე დაფინანსებით ისინი ახალისებდნენ ნარკომანიის, ასე ვთქვათ, გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში, აწყობდნენ რევოლუციას, ებრძოდნენ ეკლესიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და ა.შ. ეს არის დასამალი და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი გაურბიან შესაბამისი დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს