Logo

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

პოლიტიკა
44
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. 

"მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას ვითარების დეესკალაციისა და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის. 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები