ირაკლი კობახიძე ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
"გულწრფელად ვულოცავ ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას. წარმატებას ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებაში.
რუმინეთი საქართველოსთვის ღირებული პარტნიორია და მოუთმენლად ველი ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




