Logo

ირაკლი კობახიძე – ნინო ლომჯარია აჩვენებს, რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა “ნაცმოძრაობისთვის”

პოლიტიკა
09.11.2021 / 15:29
Frontnews image description

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხდებს, რომ სახალხო დამცველს და “ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი და იგივე დღის წესრიგი აქვთ.

 

“სახალხო დამცველს და “ნაცმოძრაობის” დანარჩენ წარმომადგენლებს აქვთ ერთი და იგივე დღის წესრიგი. ერთადერთი მიზეზით უნდათ მათ სააკაშვილის რამენაირად სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. 

 

რაც შეეხება სახალხო დამცველის და სხვა “ნაციონალების” განზრახვას, მიზეზი არის მარტივი, მიზეზი არის, რომ სამოქალაქო საავადმყოფოსთან ბევრად მარტივია მათი გეგმების აღსრულება, რომელიც გუშინ ვიხილეთ. ეს კიდევ აჩვენებს რას, რომ ჩვენ ვსაუბრობდით მათ რევანშისტულ განზრახვებზე, რასაც არ უწერია აღსრულება. 

 

ნინო ლომჯარია აჩვენებს, რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა “ნაცმოძრაობისთვის”, იმიტომ, რომ იყენებენ სიცრუისთვის, ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი”, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები